08 ოქტომბერი 2024,   09:31
ვრცლად
შესაძლოა სატვირთო ხომალდი საფრანგეთის სანაპიროს შეეჯახოს

სატვირთო ხომალდი, რომელმაც ატლანტის ოკეანეში კატასტროფა განიცადა, საფრანგეთის სანაპიროს უახლოვდება. გემის ბუქსირით გადაყვანის რამდენიმე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, თუმცა მის მართვას დღეს კიდევ ერთხელ შეეცდებიან.

წინააღმდეგ შემთხვევაში ხომალდი ხვალ დილამდე სანაპიროს შეეჯახება, მის ბორტზე კი, ხე–ტყის მასალასთან ერთად, 300–ს ტონამდე საწვავია. პანამაში რეგისტრირებულმა სატვირთო გემმა კატასტროფა თითქმის ერთი კვირის წინ განიცადა. მისი ეკიპაჟის 22–ვე წევრი ავიაციის დახმარებით გადაარჩინეს.

დღის ამბები