08 ოქტომბერი 2024,   09:31
ვრცლად
ვენეციის კარნავალი მკაცრი უსაფრთხოების ზომების ფონზე მიმდინარეობს

ვენეციის კარნავალი გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე მიმდინარეობს. ფესტივალის მთავარი ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა. თუმცა კარნავალის მონაწილეებს და ტურისტებს მოედანზე მხოლოდ მკაცრი შემოწმების შემდეგ უშვებდნენ.

პოლიციელები საკარნავალო კოსტუმებში ჩაცმულ სტუმრებს მკაცრად ჩხრეკდნენ და ნიღბების მოხსნასაც სთხოვდნენ. საზეიმო მსვლელობების შემდეგ წმინდა მარკოზის მოედანზე ტრადიციული სანახაობა გაიმართა. ვენეციის კარნავალი 9 თებერვალს დასრულდება.

დღის ამბები