08 ოქტომბერი 2024,   09:35
ვრცლად
ჩეჩნეთის ლიდერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს მიხეილ კასიანოვი მუქარად აფასებს

ჩეჩნეთის ლიდერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს მიხეილ კასიანოვი მუქარად აფასებს. რამზან კადიროვმა რამდენიმე წუთიანი ვიდეო მასალა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

კადრები ოპტიკური სამიზნის ფორმატშია დამონტაჟებული და თან ახლავს ავტორის კომენტარი.

"კასიანოვი სტრასბურგში ოპოზიციისთვის ფულის მისაღებად ჩავიდა - ვინც ვერ გაიგო, ახლა მიხვდება."

ვიდეო მასალა სავარაუდოდ ფარული კამერითაა გადაღებული და კასიანოვის სტრასბურგში გამართულ შეხვედრებს ასახავს. ოპოზიციის ლიდერი აპირებს სამართალდამცველ ორგანოებს მიმართოს, რადგან მიიჩნევს, რომ ვიდეო მასალა კადიროვის კომენტარებთან ერთად, მკვლელობით დამუქრებას ნიშნავს.

დღის ამბები