08 ოქტომბერი 2024,   09:38
ვრცლად
რუსეთი ახლო აღმოსავლეთში დაზვერვით ოპერაციებს აძლიერებს

რუსეთი ახლო აღმოსავლეთში დაზვერვით ოპერაციებს აძლიერებს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიზანი ტერორისტთა ობიექტების გამოვლენა და განადგურებაა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიაში რუსეთმა უახლესი ავია–გამანადგურებლები გაგზავნა.

პარალელურად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბოლო ერთ კვირიანი კამპანიის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. რუსი გენერლების მტკიცებით რუსულმა მოიერიშეებმა სირიის 8 პროვინციაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს 1400-მდე ობიექტი დაბომბეს. მათ შორის საწვრთნელი ბაზა, სადაც დსთ-ს ქვეყნებიდან გადასული მებრძოლები იმყოფებოდნენ. ამ იერიშის დროს 20-მდე ტერორისტი მოკლეს.

დღის ამბები