08 ოქტომბერი 2024,   09:38
ვრცლად
გერმანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ძალაში დატოვებას აპირებს

გერმანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ძალაში დატოვებას აპირებს - ამის შესახებ განცხადებები უკრაინის პრეზიდენტის ბერლინში ვიზიტის დროს გაკეთდა.

თავის მხრივ, პეტრო პოროშენკომაც მოუწოდა დასავლეთს, რომ მინსკის შეთანხმების პირობების სრულად განხორციელებამდე, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩეს.

"სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ძალაში უნდა დარჩეს, მანამ, სანამ რუსეთი და მისი თანამოაზრეები სრულად არ განახორიცელებენ მინსკის შეთანხმების პირობებს და დატოვებენ დონბასს," - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

გერმანიის კანცლერმა კი უკრაინას 2016 წლის განმავლობაში ფინანსური დახმარების პირობა მისცა.

"გერმანიამ 2015 წელს უკრაინას 700 მილიონი ევროს დახმარება გაუწია, საერთაშორისო სამოქმედო გეგმის ფარგლებში. დახმარების პაკეტი 2016 წელსაც გაგრძელდება, რათა უკრაინელებისთვის რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესი უფრო მარტივი გახდეს," - განაცხადა ანგელა მერკელმა. 

 

 

დღის ამბები