08 ოქტომბერი 2024,   09:35
ვრცლად
რუსეთი ანკარას მხრიდან საჰარეო სივრცის დარღვევის დამადასტურებელი ინფორმაციის მიღებას უარყოფს

რუსეთის თავდაცვის უწყება უარყოფს ოფიციალური ანკარას მხრიდან საჰარეო სივრცის დარღვევის ფაქტზე რაიმე დამადასტურებელი ინფორმაციის მიღებას.

სამინისტროს განცხადებით, თურქეთის ბრალდება პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. 

უწყებამ საპასუხოდ გაავრცელა კადრები, სადაც სირიისა და თურქეთის საზღვარზე განლაგებული არტილერია ჩანს, რომელსაც, რუსეთის მტკიცებით, ანკარა სირიის ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტებზე იერიშისთვის იყენებს.

დღის ამბები