08 ოქტომბერი 2024,   09:39
ვრცლად
„რუსეთი იყენებს ბუნებრივ აირს საგარეო პოლიტიკის როგორც რბილ, ასევე უხეშ იარაღად" - არიელ კოენი

შავის ზღვის რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ დასავლეთის ენერგეტიკულ სტრატეგიას განიხილავდნენ დღეს ატლანტიკურ საბჭოში.

ანალიტიკოსების, დიპლომატებისა და ენერგოკომპანიების ხელმძღვანელების დისკუსიის საფუძველი ანგარიში იყო, რომელიც არიელ კოენმა მოამზადა.

ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსის აზრით, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და ზოგადად, დასავლეთის სტრატეგიული პოზიციებისთვის შავის ზღვის რეგიონი უმნიშვნელოვანესია.

„რუსეთი იყენებს ბუნებრივ აირს საგარეო პოლიტიკის როგორც რბილ, ასევე უხეშ ინსტრუმენტად და იარაღად. არსებობს სხვადასხვა კვლევა ამის შესახებ. ისინი იარაღად იყენებენ ინფორმაციას, ასევე კორუფციას, საგარეო პოლიტიკასა და რა თქმა უნდა, ბუნებრივ აირს,“ - განაცხადა არიელ კოენმა.

დღევანდელ განხილვაზე მიწვეული ჰყავდათ აზერბაიჯანელი და თურქი დიპლომატები, ცნობილი ანალიტიკოსები. ასევე კომპანია ფრონტერას ხელმძღვანელი.

„დღეს ჩვენ ვხედავთ ინვესტიციების რენესანსს აზერბაიჯანსა და აღმოსავლეთ საქართველოში. ჩვენი გათვლით, თითქმის 5 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი არის აღმოსავლეთ საქართველოში,“ - განაცხადა სტივ ნიკანდროსმა. 

დღის ამბები