08 ოქტომბერი 2024,   09:37
ვრცლად
28 უკრაინელი პრორუს მებრძოლებთან თანამშრომლობის ბრალდებით დაკაავეს

უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა სეპარატისტებთან კავშირში ეჭვმიტანილები დააკავეს. სპეცოპერაცია ლუგანსკთან ახლოს, სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებად ქალაქში შასტიეში ჩაატარეს.

დაკავებულია 28 უკრაინელი, რომლებსაც ბრალად ედებათ პრორუს მებრძოლებთან თანამშრომლობა. ოფიციალური პირების განცხადებით, მათ 1200 ადგილობრივი მცხოვრები დაკითხეს.

რეიდის დროს ეჭვმიტანილთა სახლებში დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალაც აღმოაჩინეს. ქვეყნის აღმოსავლეთ რეგონში ეს პირველი მასშტაბური სპეცოპერაცია იყო.

დღის ამბები