20 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
"წილების რეალური მყიდველი გახდა "იმედის" არაოფიციალური მმართველი", - ბაია გადაბაძე

მაესტროს გენერალურმა დირექტორმა საგანგებო განცხადება გააკეთა, ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ მისთვის საეჭვოა გასხვისება იმ წილებისა როემლიც მოხდა, რადგან 50 მილიონიანი დავალიანების მქონდე ტელეკომპანია რამდენიმე მილიონად გაიყიდა და გაუგებარია ის ინტერესი თუ რატო შეიძლებოდა მომხდარიყო წილის შესყიდვა. ის ამაში პოლიტიკურ მოტივს ხედავს თუმცა ის აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გადადგომას არ აპირებს.    

“ტელეკომპანია მაესტროს მეწილეეების ნაწილი, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორები, დღეს აღმოჩნდნენ უმცირესობაში, ეს ვითარება გამოიწვია პარტნიორების ერთი ნაწილის მიერ წილების გასხვისებამ, რომლის რეალური მყიდველი გახდა ტელეკომპანია "იმედის" არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე. რამდენიმე მილიონად გაიყიდა გაკოტრებული კომპანიის წილი, რაც ბუნებრივია არანაირ ბიზნესლოგიკაში არ ჯდება. ერთადერთი მიზმიდველობა, რაც შეიძლება ჰქონდეს მაესტროს, ეს არის მისი პოლიტიკური მიმზიდველობა. განვითარებული პროცესების შედეგი შეიძლება იყოს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვა, რის გამოც მე არ ვაპირებ ტელეკომპანია მაესტროში  მუშაობას, ამ პარტნიორების ახალი  კონფიგურაციის პირობებში. მე ველდოები პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებას და მანამდე ვასრულებ ჩემს უფლება-მოვალეობას“, - არნიშნა მაესტროს გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძე.      

 

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი  

ამავე თემაზე
დღის ამბები