08 ოქტომბერი 2024,   09:36
ვრცლად
ლონდონმა ვლადიმერ პუტინი სირიის კრიზისის მოგვარების შეფერხებაში დაადანაშაულა

ლონდონმა ვლადიმერ პუტინი სირიის კრიზისის მოგვარების შეფერხებაში დაადანაშაულა. განცხადება ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იორდანიაში ვიზიტისას გააკეთა.

ფილიპ ჰემონდის თქმით, რუსეთის ავიაცია ოპოზიციური ძალების პოზიციებს ბომბავს, რაც კიდევ უფრო ამწვავებს შიდა დაპირისპირებას. მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ დაეყრდნობა რუსეთსა და ირანს პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში, რადგან ისინი ასადის რეჟიმთან თანამშრომლობენ და უფრო მეტად აღვივებენ სამოქალაქო ომს.

ბრიტანელი მინისტრის განცხადებას უკვე გამოეხმაურა მოსკოვი. რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებაში ჰემონდის განცხადებას სახიფათო დეზინფორმაცია უწოდეს. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა კი აღნიშნა, რომ მსგავს გამონათქვამებს კრემლში სერიოზულად არ აღიქვამენ. 

დღის ამბები