რელიგიურ სიწმინდეებთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ქართველ მუსლიმთა კავშირი გამოეხმაურა. მათი შეფასებით, გამოხატვის თავისუფლებისა და რელიგიის თავისუფლების დაცვა არ უნდა მოდიოდეს ერთი მეორესთან წინააღმდეგობაში.
"ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, სიძულვილის გამოხატვას, დაპირისპირებასა და განხეთქილების ჩამოგდების მცდელობებს სხვადასხვა იდენტობის ჯგუფებსა და ადამიანებს შორის. მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის კანონად ქცევა შეზღუდავს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას," - წერია განცხადებაში.
სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, დასჯადი ხდება რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციების, ღვთისმსახურების მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვისა და მორწმუნეების გრძნობების შეურაცხოფა.