08 ოქტომბერი 2024,   09:36
ვრცლად
ასადის არმიამ სირიელ მეამბოხეებს საბრძოლო მასალის მიღების წყაროები ჩაუკეტა

სირიაში ასადის არმიამ ქალაქ ალეპოსთან, სირიელ მეამბოხეებს საბრძოლო მასალის მიღების წყაროები ჩაუკეტა. მათ ხელში ქალაქის დიდი ნაწილი უკვე გადავიდა.

ალეპოზე კონტროლის მოსაპოვებლად ბოლო დღეების განმავლობაში, არმიამ ყველაზე მასშტაბური იერიშები დაიწყო.

შექმნილი ვითარების ფონზე, საფრთხის ქვეშ დადგა ჟენევაში გაეროს შუამავლობით დაწყებული საერთაშორისო მოლაპარაკებების საკითხი.

ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებლად სირიის ხელისუფლებისგან იერიშების შეწყვეტას ითხოვს. 

დღის ამბები