08 ოქტომბერი 2024,   09:32
ვრცლად
შეერთებულ შტატებში პირველად ზიკას ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის ფაქტი დაფიქსირდა

შეერთებულ შტატებში პირველად ზიკას ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის ფაქტი დაფიქსირდა.

შემთხვევა ტეხასის შტატში, ქალაქ დალასში მოხდა და მას ოფიციალურად ადასტურებს ჯანდაცვის ადგილობრივი უწყება, რომელიც ასევე განმარტავს, რომ ვირუსი სქესობრივი გზით გადავიდა.

მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ზიკას ვირუსის გადამტანი მხოლოდ კოღოები იყვნენ.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში დაფიქსირებული შემთხვევების შემდეგ კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის გავრცელებას უკვე აფრიკისა და აზიის კონტინენტებზეც ვარაუდობს.

ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის ჟენევის ბიუროში გააკეთეს. ვირუსი უკვე გამოცხდდა გლობალურ საფრთხედ.

ამავე თემაზე
დღის ამბები