08 ოქტომბერი 2024,   09:30
ვრცლად
ბრიტანეთის პრემიერმინისტრი პარლამენტარებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ რეფორმებს

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი მოუწოდებს პარლამენტარებს მხარი დაუჭირონ რეფორმების პაკეტს, რომლის განხორციელების შემთხვევაში ქვეყანა ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩება.

შეთანხმების პროექტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გუშინ გამოაქვეყნა და ის საშუალებას აძლევს დიდ ბრიტანეთს ევროკავშირში დარჩენის საკითხზე რეფერენდუმი ჩაატაროს, სავარაუდო თარიღაც ივნისი სახელდება.

ოფიციალური ლონდონი დიდი ხანია ევროკავშირის რეფორმირების ინიციატივით გამოდის და ხშირ შემთხვევაში მის პოლიტიკას არ ეთანხმება. ბოლო სადაო საკითხი კი ევროკავშირის ტერიტორიაზე შესული მიგრანტებისთვის შეღავათების დაწესებას უკავშირდებოდა. 

დღის ამბები