08 ოქტომბერი 2024,   09:30
ვრცლად
აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების შიდაპარტიულმა არჩევნებმა აიოვას შტატიდან ნიუ ჰემფშირში გადაინაცვლა

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატების შიდაპარტიულმა არჩევნებმა აიოვას შტატიდან ნიუ ჰემფშირში გადაინაცვლა.

დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის აქტივისტები საკუთარ ფავორიტებს აქ კენჭისყრის შედეგად 9 თებერვალს გამოავლენენ.

კანდიდატები უკვე რეგიონში იმყოფებიან და მხარდაჭერის მოსაპოვებლად შეხვედრებს მართავენ.

აიოვასგან განსხვავებით ექსპერტები ნიუ ჰემფშირში წარმატებას დონალდ ტრამპსა და ბენ სანდერს უწინასწარმეტყველებენ.

აიოვას შტატში ჩატარებულ შიდაპარტიულ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის სენატორმა ტედ კრუზმა გაიმარჯვა, დემოკრატ კანდიდატებს შორის კი ჰილარი კლინტონმა ბენ სანდერსი მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

დღის ამბები