08 ოქტომბერი 2024,   09:30
ვრცლად
მერილ სტრიპი ბერლინის კონოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება

ოსკაროსანი მერილ სტრიპი წელს ბერლინის კონოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. 40 წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში ის არცერთხელ ყოფილა ჟიურის წევრი, თუმცა ამჯერად ევროპის ერთ–ერთი პრესტიჟული კინოფესტივალის გამარჯვებულს ჟიურის სხვა წევრებთან ერთად შეარჩევს. მერილ სტრიპს თავადაც აქვს მიღებული ბერლინალეს ჯილდო 2003 წელს. მას ვერცხლის დათვი ფილმ "საათებში" შესრულებული როლისთვის გადასცეს. 2012 წელს კი მსახიობი ბერლინის კინოფესტივალზე კარიერაში მიღწეული წარმატებისთვის დააჯილდოვეს. რიგით 66–ე ბერლინალე 11 თებერვალს გაიხსნება.

დღის ამბები