08 ოქტომბერი 2024,   09:32
ვრცლად
რუსეთი ევროპაში ამერიკული ძალების კონტიგენტის გაზრდას უპასუხოდ არ დატოვებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკული სამხედრო ძალების კონტიგენტის გაზრდაზე გააკეთეს კომენტარი. საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ნორმალური სამხედრო-სტრატეგიული თანასწორობისთვის შესაბამის ზომებს მოსკოვი ყოველთვის იღებდა და მომავალშიც ასე მოიქცევა.

რამდენიმე დღის წინ ამერიკული პრესა წერდა, რომ ბარაკ ობამა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში დამატებითი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გაგზავნას აპირებს, რაც ნიშანია ვლადიმერ პუტინისთვის, რომ დასავლეთი რეგიონში მის ქმედებს ეჭვის თვალით უყურებს.

დღის ამბები