08 ოქტომბერი 2024,   09:33
ვრცლად
ეუთოს ცნობით, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ხშირად ირღვევა

ეუთოს სადამკვირვებლო მისია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარების გაუარესებაზე საუბრობს. საერთაშორისო მონიტორების შეფასებით, ბოლო პერიოდში დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევები საგრძნობლად გახშირდა.

დამკვირვებლების თქმით, პრორუსი სეპარატისტები სამთავრობო ძალების პოზიციებს მძიმე არტილერიის გამოყენებით უტევენ. მისიის წარმომადგენლები შეშფოთებული არიან, ზაიცევოს რაიონში არსებული ვითარებითაც, სადაც ნახევარსაათიან მონაკვეთში 50–მდე აფეთქება მოხდა.

ფრონტის ხაზზე პრორუსი მებრძოლების გააქტიურებაზე კიევიც საუბრობს. ანტიტერორისტული შტაბის ცნობით, სეპარატისტებმა ბოლო 24 საათში სამთავრობო ძალების პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 55-ჯერ გახსნეს.

დღის ამბები