08 ოქტომბერი 2024,   09:35
ვრცლად
ჯულიან ასანჟი მზადაა, ბრიტანეთის პოლიციას ჩაბარდეს

ვიკილიქსის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის თქმით, ეკვადორის საელჩოს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ გაეროს კომისია ბრიტანეთის და შვედეთის წინააღმდეგ მის სარჩელს არ დააკმაყოფილებს.

თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ გაეროს სამუშაო ჯგუფმა გადაწყვეტილება ხვალ უნდა გამოაცხადოს.

შვედეთში ჯულიან ასანჟს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ექსტრადირების თავიდან ასაცილებლად კი ის 2012 წლის ივნისიდან ლონდონში, ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს. ასანჟი შიშობს, რომ შვედეთი მას შეერთებულ შტატებს გადასცემს, სადაც ვიკილიქსის დამფუძნებელს ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლება ემუქრება.

დღის ამბები