08 ოქტომბერი 2024,   09:35
ვრცლად
გერმანიაში "ისლამურ სახელმწფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილებს ეძებენ

გერმანიაში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები დაჯგუფება ისლამურ სახელმწფოსთან კავშირში ეჭვმიტანილებს ეძებენ. რეიდები ტარდება სხვადასხვა რეგიონში. პოლიციელები კი ძირითადად მიგრანტების სახლებს ჩხრეკენ.

ოპერაცია მიმდინარეობს ბერლინშიც, სადაც ოთხი ალჟირელი იძებნება. სპეცსამსახურის ინფორმაციით ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით ტერაქტების მოწყობას აპირებენ. პოლიციელებმა ძებნილთა საცხოვრებელ ბინებთან ერთად მათი ოფისებიც შეამოწმეს.

დღის ამბები