08 ოქტომბერი 2024,   09:36
ვრცლად
ნიგერიელმა სეპარატისტებმა მძევლად აყვანილი ქართველი მეზღვაური გაათავისუფლეს

ნიგერიაში გატაცებული ტანკერი, რომლის ეკიპაჟის წევრებს შორის ერთი საქართველოს ქალაქეა, უკვე გათავისუფლებულია, თუმცა ნიგერიელ სეპარატისტებს მეზღვაურები ამ დრომდე მძევლად ჰყავთ აყვანილი. ბერძნული კომპანიის კუთვნილი გემი ლეონ დიასი მებრძოლებმა ნიგერიის სანაპიროსთან 4 დღის წინ დააკავეს, ბორტიდან ეკიპაჟის წევრები ჩაიყვანეს, ტანკერი კი ზღვაში მიატოვეს. გემთან ბენინის სამხედრო საზღვაო ხომალდები პატრულირებენ. ქართველის გარდა ორი მეზღვაური რუსია, დანარჩენი ორი კი ფილიპინელი. გავრცელებული ცნობით, გამტაცებლებმა ჯერ გამოსასყიდი, შემდეგ კი დაკავებული ლიდერის გათავისუფლება მოითხოვეს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ტანკერის აფეთქებით დაიმუქრნენ.

დღის ამბები