20 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
სამოქალაქო სექტორი სახალხო დამცველს გოგი თოფაძისა და თამაზ მეჭიაურის განცხადებებზე მოკვლევის დაწყებას სთხოვს

სამოქალაქო სექტორი სახალხო დამცველს გოგი თოფაძისა და თამაზ მეჭიაურის განცხადებებზე მოკვლევის დაწყებას სთხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განცხადება სახალხო დამცველის აპარატში დატოვეს.

,,ფაქტი განიხილონ, როგორც შესაძლო ანტიდისკრიმინაციური ფაქტი და მოახდინონ რეაგირება. მე როგორც მოქალაქე ვარ შეურაცხყოფილი, მაგრამ ჩემი შვილი არის დისკრიმინირებული“- განაცხადა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების კავშირის წარმომადგენელმა მირანდა ძიძიგურმა.

მესამე სექტორის წარმომადგენლები  უჩა ნანუაშვილთან შეხვედრასაც გეგმავდნენ, თუმცა სახალხო დამცველმა მოუცლელობის გამო მათთან გასაუბრებაზე უარი თქვა.

,,უჩა ნანუაშვილი უარესად მოიქცა ვიდრე თოფაძე და მეჭიაური,"- აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია ქართული ოცნება-მრეწველების თავმჯდომარის, გოგი თოფაძის თქმით, პრეზიდენტმა "ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა და ძალიან სამწუხაროა თუ ის ასე აფასებს საქართველოს მოსახლეობას." 

 

 

დღის ამბები