გოგი თოფაძისგან ბოდიშის მოხდას საპარლამენტო უმრავლესობაც ითხოვს. გიორგი ვოლსკიმ თოფაძის განცხადებას არაკორექტული უწოდა. თოფაძის განცხადებას თამაზ მეჭიაურიც გამოეხმაურა.
"გადავხედე მარგველაშვილის ძველ განცხადებებს, დებილიზმი ეს უკვე არის შეურაცხყოფა, რასაც თუნდაც მსუბუქი ფორმით უწოდებდეს ქართველ ხალხს, თუ ეს უნდოდა ბატონ გოგის, შეიძლება უფრო მკვეთრიც ყოფილიყო მისი კრიტიკა,“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
გოგი თოფაძე საპარლამენტო ოპოზიციამაც გააკრიტიკა. ნაციონალურ მოძრაობაში განცხადება გაუწონასწორებლად და შეურაცხმყოფელად მოიხსენიეს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მურმან დუმბაძემ, კი, მისი თქმით, Forum.ge-დან ფრაზა მოიშველია "გოგი თოფაძეს გონება ყაზბეგის ტბაში აერია".
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია ქართული ოცნება-მრეწველების თავმჯდომარის, გოგი თოფაძის თქმით, პრეზიდენტმა "ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა და ძალიან სამწუხაროა თუ ის ასე აფასებს საქართველოს მოსახლეობას."