08 ოქტომბერი 2024,   09:37
ვრცლად
აფეთქება მოხდა ქალაქ მარდინში, სადაც თურქეთის პრემიერის ვიზიტია დაგეგმილი

თურქეთში, ქალაქ მარდინ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა რესპუბლიკის მოედანთან გზაზე აფეთქდა, სადაც თურქეთის პრემიერის აჰმედ დავუთოღლუს კორტეჟმა უნდა გაიაროს.

აფეთქების შედეგად დაშავდა ორი ადამიანი.

ადგილზე სამართალდამცველები და გამნაღმველები მუშაობენ. ძალოვანები პერიმეტრს დამატებითი ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობაზე ამოწმებენ.

მომხდარის გამო თურქეთის პრემიერს მარდინში ვიზიტი არ გაუუქმებია, რის გამოც სპეცსამსახურებმა ქალაქში უსაფრთხოება გააძლიერეს.

დღის ამბები