08 ოქტომბერი 2024,   09:36
ვრცლად
ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, თურქეთი სირიაში შეჭრას აპირებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ თურქეთი სირიაში შეჭრას აპირებს. უწყების ოფიციალური წარმოამდგენლის განცხადებით, საამისოდ ოფიციალური ანკარა უკვე დიდი ხანია აქტიურად ემზადება.

რუსეთის ბრალდებას თურქეთის პრემიერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსკოვი სირიაში საკუთარი ქმედებებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს. პარალელურად, სირიაში სახმელეთო ჯარის შეყვანის მზადყოფნას გამოთქვამს საუდის არაბეთი. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო კოალიციის ყველა წევრი უნდა დათანხმდეს.

ამ საკითხზე კოალიცია ბრიუსელში მარტში იმსჯელებს.

დღის ამბები