08 ოქტომბერი 2024,   09:36
ვრცლად
ლეხ კაჩინსკის ლაინერზე, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა - პოლონეთის ახალმა მთავრობამ გამოძიება განაახლა

ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის გამომწვევი მიზეზის დასადგენად პოლონეთის ახალმა მთავრობამ გამოძიება განაახლა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სავარაუდოდ,  ლაინერზე აფეთქება მოხდა, რის გამოც თვითმფრინავი ნაწილებად ჰაერშივე დაიშალა. ქვეყნის პრეზიდენტის ლაინერი სმოლენსკთან 2010 წლის 10 აპრილს ჩამოვარდა. პოლონეთის ლიდერის გარდა, ავიაკატასტროფის შედეგად მთავრობის წევრებიც დაიღუპნენ.

მაშინ საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ ლაინერი პილოტის შეცდომის გამო ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

დღის ამბები