08 ოქტომბერი 2024,   09:34
ვრცლად
უძველესი ფერარი პარიზის რეტრო-ავტომობილების აუქციონზე რეკორდს დაამყარებს

პარიზი რეტრო–ავტომობილების აუქციონისთვის ემზადებაყველაზე საყურადღებო ექსპონატი  უძველესი წითელი "ფერარი 335 სპორტია", რომელიც 1957 წელსაა გამოშვებული.

ფერარის ქარხანას ამ მოდელის მხოლოდ 4 მანქანა აქვს აწყობილი და მას რალის ისტორიაში ერთ-ერთი წამყვანი როლი უკავია. ამ ფერარით შეჯიბრებებზე ისეთი ცნობილი მრბოლელები გადიოდნენ, როგორიც ვონ ტრიპსი, მაიკ ჰოცორნი და სხვები არიან.

აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ უძველესი ფერარი რეტრო ავტომობილების გაყიდვების ისტორიაში რეკორდს დაამყარებს და ვაჭრობისას მისი ფასი 32 მილიონ ევროს მიაღწევს.

დღის ამბები