20 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
ზიკას ვირუსი შესაძლოა საქართველოშიც გავრცელდეს

სამხრეთ ამერიკაში გავრცელებულ ზიკას ვირუსს უკვე სხვა კონტინენტებზეც ებრძვიან. ამ დროისთვის დაავადების გავრცელების არეალი 25 ქვეყანაა და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია საგანგებო ზომებს იღებს. სამხრეთ ამერიკა საქართველოდან შორს არის, თუმცა როგორც აღმოჩნდა 2 წლის წინ კოღოს ის სახეობა, რომელსაც ეს საშიში ვირუსი გადააქვს საქართველოშიც დააფიქსირეს. 

ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო აიდეს ეჯიპტი ქართველმა სპეციალისტებმა 2 წლის წინ ბათუმთან ახლოს ნახეს, 2014 წელს საშიში ვირუსის გადამტანი კოღოს სახეობა აღმოაჩინეს ზუგდიდის მახლობლად მდებარე საბურავების საწყობშიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ საშიში ვირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში საუბრობენ იმაზეც, რომ საქართველოში ზიკას ვირუსის გავრცელების საშიშროება არის, თუმცა ის მინიმალურია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვირუსი მსოფლიო საფრთხედ აღიარა და მისი გავრცელების არეალის ზრდის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ დროისთვის ზიკა მსოფლიოს 25 ქვეყანაშია გავრცელებული და ის განსაკუთრებით საფრთხის მატარებელია ორსულებისთვის.

ავტორი: დავით კაკულია 

ამავე თემაზე
დღის ამბები