08 ოქტომბერი 2024,   09:33
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა ტაივანში - არის მსხვერპლი

ტაივანის ქალაქ ტაინანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 220-ზე მეტი კი დაშავდა, რომლებიც მაშველებმა გადაარჩინეს.  

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, რომლის თანახმად, ამ დროისთვის სტიქიის რეგიონში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 

6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:00 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრას ნგრევაც მოჰყვა. განადგურდა ათობით სახლი. 

ბიძგებმა ყველაზე მეტად ქალაქი ტაინანი დააზარალა, სადაც რამდენიმე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ჩამოინგრა.

სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მიწისძვრიდან რამდენიმე საათში სპეციალისტებმა ნანგრევებიდან რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვიც ამოიყვანეს.

უსახლკაროდ დარჩენილებისთვის ხელისუფლებამ უკვე მოაწყო დროებითი თავშესაფრები.

ტაივანს დახმარება პეკინმაც შესთავაზა. 

დღის ამბები