08 ოქტომბერი 2024,   09:36
ვრცლად
მუქარისა და ტერორიზმის პროპაგანდის გამო ტვიტერმა 125 ათასი მომხმარებელი დაბლოკა

ტვიტერმა ბოლო 6 თვის განმავლობაში 125 ათასზე მეტი მომხმარებლის გვერდი დაბლოკა. მიზეზი მუქარა და ტერორიზმის პროპაგანდა გახდა.

კომპანიის ცნობით, გვერდების უმეტესობა სხვადასხვა ფორმით დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს უკავშირდებოდა.

ტვიტერის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, გასულ წელს საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სოციალურ ქსელს ტერორიზმის მხარდაჭერის მიზნით იყენებდნენ.

ტვიტერს მთელს მსოფლიოში 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

დღის ამბები