08 ოქტომბერი 2024,   09:36
ვრცლად
ნიუ-იორკში ამწეს ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

უბედური შემთხვევა ნიუ-იორკში - მანჰეტენზე ამწეს ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. გარდაცვლილი გაჩერებულ მანქანაში იჯდა, როდესაც ავტომობილს 152 მეტრი სიმაღლის ამწე დაეცა.

გამოძიების ვერსიით, შემთხვევა ძლიერმა ქარმა გამოიწვია. ინცინდენტის გამო, ნიუ-იორკის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა. 

დღის ამბები