08 ოქტომბერი 2024,   09:35
ვრცლად
რიო დე ჟანეიროში ყოველწლიური კარნავალი გაიხსნა

რიო დე ჟანეიროში ყოველწლიური კარნავალი ოფიციალურად გაიხსნა. მას შემდეგ, რაც ქალაქის მერმა სიმბოლური გასაღები მეფე მომოს გადასცა, რიოს ქუჩები სამბას მოცეკვავეებმა და მოზეიმეებმა დაიკავეს.

მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და ფერად კარნავალში ასობით მუსიკალური ბენდი მონაწილეობს, სამბას საუკეთესო სკოლას კი ჟიური 10 თებერვალს გამოავლენს.

ზიკას ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, კარნავალის ორგანიზატორებმა წელს მოზეიმეებს განსაკუთრებული სიფრთხილს გამოჩენისკენ მოუწოდეს.

 

დღის ამბები