08 ოქტომბერი 2024,   09:31
ვრცლად
ნატო აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედრო კონტიგენტის გაზრდას გეგმავს

ნატო აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედრო კონტიგენტის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ალიანსში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, უოლ სტიტ ჯორნალი წერს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილებას, რომელიც ლიტვას, ლატვიას, ესტონეთსა და პოლონეთს შეეხება, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მომავალ კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებენ.

კონკრეტულად რამდენი სამხედრო გადანაწილდება ქვეყნებში, ალიანსი ამ საკითხს წლის ბოლომდე განსაზღვრავს, თუმცა უოლ სტრიტ ჯორნალის ცნობით, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე მასშტაბური კონტიგენტი იქნება.

დღის ამბები