08 ოქტომბერი 2024,   09:33
ვრცლად
ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

ტაივანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11–მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვია. ნანგრევებში ამ დრომდე ათობით ადამიანია მოყოლილი.

6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ტაივანში გამთენიისას მოხდა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქი ტაინანი დააზარალა, სადაც რამდენიმე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ჩამოინგრა.

სამაშველო ოპერაცია ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში სამხედროებიც ჩაერთვნენ. მაშველებმა 220–ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათგან 70 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მიწისძვრისგან დაზარალებულ ტაივანს დახმარება ოფიციალურმა პეკინმაც შესთავაზა.

 

დღის ამბები