08 ოქტომბერი 2024,   09:35
ვრცლად
კოლუმბიაში სამი ადამიანის გარდაცვალებას ზიკას ვირუსს უკავშირებენ

კოლუმბიის ხელისუფლება ქვეყანაში სამი ადამიანის გარდაცვალებას ზიკას ვირუსს უკავშირებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაინფიცირების შემდეგ პაციენტებს იშვიათი ნერვული აშლილობა განუვითარდათ.

პარალელურად, ბრაზილიელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ზიკას ვირუსის პირველი აქტიური ნიმუშები შარდსა და ნერწყვში აღმოაჩინეს. თუმცა, ჯერ–ჯერობით უცნობია, გადამდებია თუ არა ვირუსი ამ გზით.

ზიკას ვირუსის გადამტან მთავარ წყაროდ ამ დროისთვის კოღოები მიიჩნევა. დაავადება განსაკუთრებით საშიში ორსული ქალებისთვისაა, რადგან ბავშვებში მიკროცეფალიას იწვევს.

დღის ამბები