08 ოქტომბერი 2024,   09:39
ვრცლად
ტაივანში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცხედარი ამოიტანეს

მაშველებმა ტაივანში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცხედარი ამოიტანეს. შედეგად, ძლიერი მიწისძვრის დროს დაღუპულთა რიცხვი 12–მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა შორის რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვია.

ნანგრევებში ამ დრომდე ათობით ადამიანია მოყოლილი.

6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ტაივანში გამთენიას მოხდა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქი ტაინანი დააზარალა, სადაც რამდენიმე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ჩამოინგრა.

მაშველებმა 220–ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათგან 70 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მიწისძვრისგან დაზარალებულ ტაივანს დახმარება ოფიციალურმა პეკინმაც შესთავაზა. 

დღის ამბები