08 ოქტომბერი 2024,   09:32
ვრცლად
ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა სამხრეთ კორეაში განლაგდება

ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა სამხრეთ კორეაში განლაგდება. მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება ვაშინგტონმა და სეულმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ფხენიანმა რაკეტა გაუშვა, რომელმაც თანამგზავრზე ჩრდილო კორეის თანამგზავრი უნდა ჩაიტანოს. გაშვება სოხეს პოლიგონიდან გამთენიისას მოხდა.

პენტაგონის შეფასებით, გაშვებული რაკეტა შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონსა და ტოკიოში განაცხადეს, რომ ფხენიანმა გაეროს რეზოლუცია დაარღვია და დამატებითი სანქციების დაწესება მოითხოვეს. მათივე მოთხოვნით დღეს გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება.

დღის ამბები