08 ოქტომბერი 2024,   09:30
ვრცლად
ტაივანში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 26–მდე გაიზარდა

ტაივანში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველებმა მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობებიდან კიდევ რამდენიმე ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის არის 6 თვის ბავშვი, რომელიც 30 საათის განმავლობაში საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში იყო მოყოლილი. ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 26–მდე გაიზარდა, დაშავებულია 500–ზე მეტი ადამიანი. ამ წუთებში მაშველები 17 სართულიანი შენობის ნანგრევებში მოყოლილ 120 ადამიანს ეძებენ. მიწისძვრა ტაივანის სამხრეთ პროვინციაში შაბათს, გამთენიისას მოხდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები