08 ოქტომბერი 2024,   09:38
ვრცლად
ნიდერლანდების ხელისუფლებამ შესაძლოა უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება არ მოახდინოს

ნიდერლანდების ხელისუფლებამ შესაძლოა უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება არ მოახდინოს. როიტერის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მისი განცხადებით, ნიდერლანდებში ამ თემაზე რეფერენდუმი ჩატარდება და თუ მოსახლეობა თანხმობას განაცხადებს, ხელისუფლება დოკუმენტის რატიფიცირებას მოახდენს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდები შეთანხმების ერთგული რჩება, თუმცა მოსახლეობის წინააღმდეგობის შემთხვევაში მთავრობას პოზიციის შეცვლა მოუწევს.

დღის ამბები