08 ოქტომბერი 2024,   09:30
ვრცლად
ესპანეთის პოლიციამ ტერორიზმის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავა

ესპანეთის პოლიციამ ტერორიზმის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავა. სამართალდაცავების ინფორმაციით, შვიდივე მამაკაცი ალ ქაიდასა და ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.

დაკავებულების ვინაობას გამოძიება არ ახმაურებს, თუმცა ცნობილია, რომ 4 მათგანი ესპანეთის მოქალაქე, წარმოშობით სირიელი, იორდანიელი და მაროკელი მამაკაცები არიან. ანტი-ტერორისტული ოპერაცია ვალენსიაში, ალიკანტესა და სეუტაში ჩატარდა.

დღის ამბები