08 ოქტომბერი 2024,   09:38
ვრცლად
თურქეთი დევნილებს საჭიროების შემთხვევაში მიიღებს

თურქეთი მის საზღვრებთან შეკრებილ დევნილებს საჭიროების შემთხვევაში მიიღებს. პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ანკარა მზადაა მიგრანტები ქვეყნის ტერიტორიაზე შემოუშვას, თუ ამის აუცილებლობა დადგება.

ლაპარაკია იმ 35 ათას დევნილზე, რომლებმაც თავი დააღწიეს ალეპოს რეგიონში მიმდინარე ბრძოლებს. ამჟამად მათ საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ, თუმცა თურქეთის მთავრობა დევნლებს საკვებით და პირველადი საჭიროების ნივთებით ამარაგებს. დღევანდელი მონაცემებით, თურქეთმა ორნახევარი მილიონი მიგრანტი მიიღო და ეს რიცხვი 2-ჯერ აჭარბებს სხვა ქვეყნების მაჩვენებელს.

დღის ამბები