ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აქციის მონაწილეებს პასუხობენ და აცხადებენ, რომ მათი ყველა თანამშრომელი, მათ შორის ახალი შერჩეულებიც, საარჩევნო ეთიკის ნორმების დაცვით მუშაობენ.
„არჩეული პირებიდან ზოგიერთი შესაძლოა სხვადასხვა დროს და უბანზე ნამდვილად ყოფილიყო დანიშნული პოლიტიკური სუბიექტის მიერ საოლქო კომისიის წევრად ან დანიშნული ყოფილიყო საუბნო საარჩევნო კომისიაში, მაგრამ არსებობს საარჩევნო ეთიკის კოდექსი, ასევე საარჩევნო მოხელის ფუნქციები და ეს ადამიანები გამომდინარე იქიდან, რომ იყვნენ მიუკერძოებლები სწორედ ხელმძღვანელობდნენ მიუკერძოებლობის პრინციპით,“-აცხადებს ცესკო-ს პრესსპიკერი ანა მიქელაძე.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან სხვადასხვა საოლქო-საარჩევნო კომისიების უკვე ყოფილი თანამშრომლები შეიკრიბნენ და მათი სამსახურიდან გათავისუფლება გააპროტესტეს.