რუსეთი ბუნებრივ აირს პოლიტიკური მოტივებისთვის იყენებს. ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებსაც რუსული გაზის ალტერნატივა აქვთ, გაზპრომს შედარებით დაბალი ტარიფები აქვს, ხოლო იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მეტწილად არიან დამოკიდებული გაზპრომზე, ბუნებრივი აირის ფასი მაღალია.
ასეთი განცხადებები კეთდებოდა დღეს ატლანტიკურ სასბჭოში, სადაც ამ ორგანიზაციის გლობალური ენერგეტიკული ცენტრის ახალი კვლევა წრმოადგინეს, ამერიკული თხევადი გაზის ევროპის ბაზრებისთვის მიწოდების პერსპექტივასთან დაკავშირებით.
აქტიურად განიხილება ევროპის მომარაგების ახალი გზა – საუბარია ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერებით ტრანსპორტირებაზე.
კვლევის ავტორი საერთაშორისო ენერგოსაკითხების სპეციალისტი ბად ქუთია.
„მომავალ თვეში ევროპას უკვე ექნება რამდენიმე წინადადება და ბუნებრივი აირის პოლიტიკასა და ახალ რეგულაციებზე,“ - განაცხადა ბად ქუთიმ.
ენერგოკომპანიების ხელმძღვანელები არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირის მომარაგებას ბუნებრივი აირით შეერთებული შტატების გარდა თხვადი გაზის სხვა მწარმოებლებიც მიუერთდებიან, თუმცა მათი აზრით, ძირითადი კონკურენცია გაზპრომსა და შეერთებულ შტატებს შორის იქნება.
„ისტორიულად, რუსეთი გაზს პოლიტიკური მოტივებისთვის იყენებს, ნავთობს შემოსავლებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის თხევადი აირის საექსპორტო ობიექტები რისკის ქვეშ იქნება. ევროკავშირში ახლა არის უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ საპასუხისმგებლო და ისტორიული გადაწყვეტილება. არის პოლიტიკური ნება იმის, რომ შეამცირონ დამოკიდებულება რუსულ გაზზე, “ - აღნიშნა ჯგუფ გლობალ გაზის დირექტორმა ლესლი პოლტი-გუზმენმა.
შეერთებული შტატების ადმინისტრაციის განცხადებით, ევროპასთან საერთო ინტერესები და მიზნები აქვთ.