მარეგულირებელ კომისიაში კავკაზუს ონლაინის საცალო სეგმენტის ვიმპელკომის შესაძლო შესყიდვასთან დაკავშირებით სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარე ორივე კომპანიისგან გარანტიას ითხოვს, რომ ვინტელკომის ინტერესი მხოლოდ საცალო აქტივებია და არა შავი ზღვის კაბელი. ამ ინფორმაციას ადასტურებენ კომპანიის წარმომადგენლები. მობიტელის აქტივებთან დაკავშირებით დამატებითი საკითხის დაზუსტების მიზნით კომისიამ მოსმენა ერთი თვით გადადო.
"ნოემბერში, თუ სწორად მახსოვს, ეს არ იყო არასდროს დაფარული არც მედიისგან და არც მარეგულირებლისგან იმიტომ, რომ ჩვენ ვალდებული ვართ განვუცხადოთ მარეგურილებელს ნებისმიერი ზრახვაზე კომპანიის გასხვისების წილის თუ მთლიანად ან რაიმე დამატებითი ინვესტორის შემოყვანაზე, ამიტომ ეს მსჯელობა აქტიურად დაიწყო დიდი ხნის წინ. ამ პერიოდის განმავლობაში არასდროს არ ყოფილია საუბარი და არ ყოფილა განხილვის საგანი მაგისტრალური ოპტიკური ბიჭკოვანი კაბელი როგორც სახმელეთეო ასევე შავი ზღვის“- განაცხადა კავკასუს ონლაინის გენერალური დირექტორმა ნიკოლოზ ჭიაურელმა.
კომპანია ბილაინის გენერალური დირექტორის გიორგი ტყეშელაშვილის თქმით, ბილაინს არასდროს გამოუხატავს ინტერესი შეიძინოს რაიმე სახის მაგისტრალური კაბელი.
"ბილაინმა გამოხატა ინტერესი შეიძინოს კავკასუს ონლაინის საცალო ქსელი. ბილაინს არასდროს გამოუხატავს ინტერესი შეიძინოს რაიმე სახის მაგისტრალური კაბელი. ჩვენ გავინტერესებს მხოლოს საცალო მომსახურეობის საცალო სეგმენტი“ - აღნიშნა გიორგი ტყეშელაშვილმა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თქმით, საუბარი მიმდინარეობს მხოლოდ საცალო სექტორის გაყიდვის საკითხზე.
"წარმოდგენილი განაცხადი და დღევანდელი განხილვა ადასტურებს რომ დღეს დღეობით კოპანიებს შორის საუბარი არ მიმდინარეობს ოპტიკურ ბოჭკვანი მაგისტრალების გაყიდვის ნაწილზე, არამედ მიმდინარეობს მხოლოდ საცალო სექტორის გაყიდვის საკითხზე“ - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.