08 ოქტომბერი 2024,   09:29
ვრცლად
მოსკოვში ოპოზიციური პარტია "პარნასის" ლიდერს, მიხეილ კასიანოვს თავს დაესხნენ

მოსკოვში ოპოზიციური პარტია პარნასის ლიდერს, მიხეილ კასიანოვს დაესხნენ თავს. ინციდენტი ღამით, ერთერთ რესტორანში მოხდა. მას ფიზიკური შეურაცხყოფა ორმა მამაკაცმა მიაყენა და ტორტიც ესროლეს. 

პარტია პარნასის წევრების ინფორმაციით, თავდამსხმელები ჩეჩნურად საუბრობდნენ.

ცოტა ხნის წინ მიხეილ კასიანოვმა ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი, სოციალურ ქსელში კადიროვის მიერ გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც კასიანოვი იარაღის სამიზნეში იყო ამოღებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები