ნაციონალური მოძრაობისა და პარტიზანი მებაღეების წევრები ციხსძირიდან უნიკალური ჯიშის ხეების გადარგვის საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა პოლიციის დაუმოჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულია ხუთი პირი.
შეკრებილებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეები ციხისძირში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ნებართვის წარდგენას და ხეების გადატანის პროცესის შეჩერებას ითხოვდნენ. ამ მოთხოვნების საფუძველზე კი მათ მძიმე ტექნიკის მუშაობა შეაფერხეს.
აქციის მონაწილეების დაკავების შემდეგ კომპანია ზიმომ ქობულეთის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე სამშენებლო და ხეების გადატანის სამუშაოები შეუფერხებლად გააგრძელა.
ციხისძირში მომხდარ დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობა პოლიციას უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს. პოლიციის კანონიერ ქმედებაში დარწმუნებულია საპარალმენტო უმრავლესობა.
ოფიციალური ინფორმაციით, სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება აჭარის მთავრობამ 31 დეკემბერს კომპანია ზიმოს მისცა. კომპანია ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ახორციელებს.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.