08 ოქტომბერი 2024,   09:37
ვრცლად
წინასწარი არჩევნები რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა მოიგო

შეერთებული შტატებში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა. პრეზიდენტობის კანდიდატები მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვებისთვის პრაიმერიზე იბრძვიან. ნიუ–ჰემპშირში, რომელიც წინასაარჩევნო პროცესში მნიშვნელობით მეორე შტატია, წინასწარი არჩევნები რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა და დემოკრატმა ბერნი სანდერსმა მოიგეს. ექსპერტები ამბობენ, რომ ჰილარი კლინტონს და სხვა რესპუბლიკელი კანდიდატებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო პრაიმერები, რომლებიც ნევადისა და სამხრეთ კაროლინას შტატებში გაიმართება.

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები გამარჯვებას მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ. პრაიმერის წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდანავე ცხადი გახდა, რომ ნიუ–ჰემპშირმა, რესპუბლიკელი კანიდატებიდან უპირატესობა დონალდ ტრამპს მიანიჭა. ამერიკელმა მილიარდერმა 10-ვე თანაგუნდელი დიდი სხვაობით დაამარცხა.

ნიუ–ჰემპშირის პრაიმერიში გამარჯვება ყველა კანდიდატისთვის დემოკრატიული თუ რესპუბლიკური პარტიიდან ერთნაირად მნიშვნელოვანი იყო. 

ავტორი: თეა თეთრაშვილი

დღის ამბები