20 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
დაშავებული მაშველი და უსახლკაროდ დარჩენილი 44 ოჯახი - ხანძარი ფოთის ქუჩაზე

ფოთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 44 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ხანძარი დღის მეორე ნახევარში საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე გაჩნდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ სხვენში ელექტროენერგიის სადენები აალდა. ხანძრის შედეგად სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი დაშავდა.

ფოთის ქუჩის 9 ნომერში მდებარე შენობაში 400 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დაიწვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახანძრო მანქანებს ნახევარი საათი ელოდნენ, რის გამოც ცეცხლი უფრო დიდ ფართობზე გავრცელდა. დაგვიანების ფაქტს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უარყოფენ.

იტალიურ ეზოში ხანძრის გავრცელების საფრთხის გამო 16 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ტერიტორიაზე ელექტროენერგიაც გათიშეს.

ავტორი: თათია ხორბალაძე, მარიკა გოცირიძე, სალომე ბოკუჩავა.

დღის ამბები