08 ოქტომბერი 2024,   09:34
ვრცლად
რუსული საჰაერო ძალების ისტორიაში რუსეთმა ყველაზე მასშტაბური წვრთნები განახორციელა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რუსული საჰაერო ძალების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური წვრთნები განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

ავიაწვრთნები სამხრეთში, კრასნოდარის მხარეში საგანგებო რეჟიმში განხორციელდა და ის რუსული სამხედრო ძალის არაგეგმიურ შემოწმებას წარმოადგენდა. მასში, უწყების ინფორმაციით, 9 ათასი სამხედრო, 5 გემი და 200 სამხედრო თვითმფრინავი იღებდა მონაწილეობას.

წვრთნების შედეგი ვლადიმერ პუტინმა დადებითად შეაფასა. რუსეთის არმიის სამხედრო ქვედანაყოფთან ვიდეოკონფერენციის დროს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების არაგეგმიური შემოწმებები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

დღის ამბები