08 ოქტომბერი 2024,   09:29
ვრცლად
ავღანელმა პოლიციელმა კოალიციურ ძალებს ცეცხლი გაუხსნა

ავღანელმა პოლიციელმა კოალიციური ძალების წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმა ქაბულში ინდუსტიის სამინისტროსთან მოხდა.

ადგილობრივმა ტელეარხმა მომხდარის ამსახველი ვიდეო მასალა გაავრცელა.

საპასუხო სროლისას ავღანელი ოფიცერი დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა. კოალიციური ძალების მეთაურის განცხადებით, თავდასხმას ნატოს სამხედროების მხრიდან მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ამ დროისთვის უცნობია რა გახდა თავდასხმის მოტოვი. მომხდარს სამხედრო მეთაურობა იძიებს.

დღის ამბები